მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise
Ukrainian border guards wipe out Russian tank, artillery gun on Southern Slobozhanshchyna front
Ukrainian air assault troops disable Russian Gvozdika howitzer in Kursk region
Ukraine’s UN Envoy urges Europe to cut aid to states undermining Ukraine at UN
Ukrainian National Guards thwart Russian mechanized assault, destroy dozens of enemy vehicles

კაია კალასი - რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია,

24.09.2025 ნახვები: 296

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია, გაზარდა თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და განახორციელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დრონებით და თვითმფრინავებით უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„ეს ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ გლობალურ პარტნიორებს, გამოიყენონ მათი გავლენა და მოახდინონ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო ომი, იმუშაონ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა კალასმა.

მისი განცხადებით, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

„ვინარჩუნებთ ურყევს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კანონს და გაერო-ს ქარტიას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მშვიდობის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა