უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დეტექტივი - ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა

ნახვები: 431 დეტექტივი - ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა - ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილმა, ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ (რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა) და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილი.

ოპერატიული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე "თბილისი ტაუერთან" შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა",- განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.

ასევე, სასამართლო პროცესზე სასტუმრო "ამბასადორის" დაცვის უფროსიც დაიკითხა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე სასტუმროში იმყოფებოდა, სასტუმროს კუთვნილი ავტომობილი საეჭვოდ დაზიანდა და კამერებში ასახულმა 1-მა პირმა, რომლის ჩაცმულობის გამო, მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო, ეჭვები გაუჩინა.

"დამირეკა დაცვის თანამშრომელმა, და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა",- განაცხადა სასტუმრო "ამბასადორის" დაცვის უფროსმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა