მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise
Ukrainian border guards wipe out Russian tank, artillery gun on Southern Slobozhanshchyna front
Ukrainian air assault troops disable Russian Gvozdika howitzer in Kursk region
Ukraine’s UN Envoy urges Europe to cut aid to states undermining Ukraine at UN
Ukrainian National Guards thwart Russian mechanized assault, destroy dozens of enemy vehicles

ირაკლი კობახიძე - იმედია, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ტრამპის ადმინისტრაციასთან ბრძოლაში

25.09.2025 ნახვები: 325

იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“.

„რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, რაც ქვეყნდება, რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება ქვეყნები, ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, იყო მათი წარმომადგენელი მოსული. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს „დიფ სთეითთან“ ურთიერთობების დალაგება. ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა