ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

გიორგი ბარამიძე - რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას

25.09.2025 ნახვები: 469

რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული გმირების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ ამხელს ივანიშვილის კოლაბორაციულ, მოღალატურ და რუსეთის მაამებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გმირთა მოედანზე, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებზე გაკეთებულ წარწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ პირები, რომლებმაც „ფოტოებზე უხამსი წარწერები გააკეთეს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები“.

„უკრაინაში, საქართველოს მტრის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული ჩვენი პატრიოტების მემორიალის შეურაცხყოფა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ კოლაბორაციული, მოღალატეობრივი და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოში ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ატარებს. დარწმუნებული ვარ ის ვანდალები და ბარბაროსები, რომლებმაც ეს საშინელება ჩაიდინეს, აუცილებლად მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა