უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები, მათ ეს დასჭირდებათ

ნახვები: 441 ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები, მათ ეს დასჭირდებათ

თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ რუსეთის დარტყმებს უპასუხოს.

„თუ ისინი ჩვენ ენერგოობიექტებს დაარტყამენ, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ მათ ენერგოობიექტებზე დარტყმებით ჩვენც ვუპასუხოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვუპასუხებთ. თუ ისინი იერიშებს მიიტანენ, ჩვენ ვუპასუხებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს აცნობა დამატებითი შეიარაღების სისტემის შესახებ, რომელიც ომის დასრულებას დააჩქარებს.

„ტრამპმა ეს იცის. ვუთხარი იმის შესახებ, რაც გვჭირდება. ჩვენ ეს გვჭირდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ ეს ჩვენ გვექნება, პუტინზე დამატებითი ზეწოლა მოხდება, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კითხვაზე, დანიშნავს თუ არა არჩევნებს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხდება, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვებისთვის მზად არის.

„ჩემი მიზანი ამ ომის დასრულებაა. დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, შეგვიძლია ეს პერიოდი გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების მდგომარეობა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა