მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise
Ukrainian border guards wipe out Russian tank, artillery gun on Southern Slobozhanshchyna front
Ukrainian air assault troops disable Russian Gvozdika howitzer in Kursk region
Ukraine’s UN Envoy urges Europe to cut aid to states undermining Ukraine at UN
Ukrainian National Guards thwart Russian mechanized assault, destroy dozens of enemy vehicles

„ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ნაძალადევში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

26.09.2025 ნახვები: 298

“ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ნაძალადევში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატების წარდგენამდე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ვიცე-მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, თბილისის მოქალაქეებს არაერთი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მერია კი არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.

“ბევრი ვიარეთ დედაქალაქში, ვნახეთ ბევრი თანამოქალაქე, რომელსაც მრავალი საჭიროება აქვს ცენტრალიზებული ძირითადი პრობლემით დაწყებული, უსამართლობა, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, რუსული რეჟიმი, პოლიტიკური პატიმრები, ახალგაზრდები საპატიმროში და ა.შ. მაგრამ, პარალელურად მათ აწუხებთ სიღარიბე, უპასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, მერია, რომელიც არაფერზე არ იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ მსგავს ადგილას ვართ ახლა”, - მიმართა ირაკლი კუპრაძემ ამომრჩეველს.

ნაძალადევის რაიონში კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატები არიან:

ზღვისუბანი - ეკა უდესიანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის”;

ლოტკინი - ფიქრია გოგოლაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის”;

სანზონა - ქეთი თურაზაშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველო”;

ნაძალადევი - ნიკა ჩერქეზიშვილი, კოალიცია “ძლიერი საქართველო”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა