უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტრამპი - ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დავუშვებ

ნახვები: 509 დონალდ ტრამპი - ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას არ დაუშვებს.

„არ დაუშვებ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას, ეს არ მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამ თემაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრა.

„მე ამას არ დავუშვებ. ვესაუბრე თუ არა მას - მე ეს გავაკეთე - მაგრამ არ ვაძლევ ისრაელს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის უფლებას. საკმარისია. ახლა შეჩერების დროა“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საკმაოდ ახლოსაა.

„ვესაუბრეთ ბიბი ნეთანიაჰუს და ახლო აღმოსავლეთის ყველა ლიდერს, რომლებიც შესანიშნავი ადამიანები არიან და ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან და შესაძლოა, მშვიდობასთანაც კი“, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა