Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day
Ukrainian border troops destroy Russian Murom-M complex, two EW stations on southern front
Ukrainian experts join NATO Loyal Dolos 2025 exercise
Ukrainian border guards wipe out Russian tank, artillery gun on Southern Slobozhanshchyna front
Ukrainian air assault troops disable Russian Gvozdika howitzer in Kursk region
Ukraine’s UN Envoy urges Europe to cut aid to states undermining Ukraine at UN
Ukrainian National Guards thwart Russian mechanized assault, destroy dozens of enemy vehicles
Melnyk: UN must return to its roots and focus on ending wars

შსს - დაკავებულია პირი, რომელიც მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ მამაკაცს აიძულებდა მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, სანაცვლოდ კი არ უხდიდა

26.09.2025 ნახვები: 319

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.

ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა