სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილიმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავა - მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე - ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
General Staff: 167 combat clashes over past day, most intense fighting on Pokrovsk front
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,050 over past day

"ძლიერი საქართველო - ლელოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" - მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა

26.09.2025 ნახვები: 264

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო - ლელოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებენ. 
 
განცხადებაში აღნიშნულია: 
 
ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.
მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.
განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.
ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა