სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილიმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავა - მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე - ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
General Staff: 167 combat clashes over past day, most intense fighting on Pokrovsk front
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,050 over past day

ირაკლი კუპრაძე - ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება

26.09.2025 ნახვები: 277

ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება და კოორდინაცია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს.

მისივე თქმით, ხელის ჩამორთმევა და თანამშრომლობა კიდევ ერთი დასტურია, რომ იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე საუბრობს და იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

„მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ კეთილსინდისიერად და სრული პასუხისმგებლობით მოქალაქეებისადმი, შესრულებულია. ჩვენ შევძელით მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხმება, დასახელება, ბრძოლაში შესვლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ხელის ჩამორთმევა, თანამშრომლობა, მემორანდუმი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის „ძლიერი საქართველო ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ლიდერების მხრიდან, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელიც საუბრობს ხალხის რეალურ საჭიროებებზე, იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბრძოლის ველზე.

მადლობა ორივე პოლიტიკურ ლიდერს, ორ პოლიტიკურ გუნდს იმისთვის რომ ეს მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატობაზე მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები თბილისელების ინტერესები და მათი მხარდაჭერა წარმატებული იყოს, ივანიშვილი დამარცხდეს დედაქალაქში“,- აღნიშნა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებს შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა