უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ბადრი ჯაფარიძე - „ოცნების“ მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ძლიერდება

ნახვები: 529 ბადრი ჯაფარიძე - „ოცნების“ მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ძლიერდება

ის ფაქტი, რომ ასე გაძლიერდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის, დაშინების, მუქარის მცდელობები, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძე მარნეულში ჩავიდა, საკუთარი გუნდის წევრებს შეხვდა და არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოსაზრებები მოისმინა.

„ის ფაქტი, რომ ასე გაძლიერდა "ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობის, დაშინების, მუქარის მცდელობები, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ ქვეყანაში. ასევე გარდაუვალია ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები 4 ოქტომბერს მივლენ და მისცემენ ხმას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რათა 4 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს ამ ქვეყანაში ცვლილებები.

დაიწყოს ცვლილებები იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ შესაძლებელია მათი ცხოვრების გაუმჯობესება, მათმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება, შესაძლებელია, რომ მიიღონ კარგი ჯანდაცვის სისტემა. ასევე დაიჯერონ, რომ შესაძლებელია ისინი დასაქმდნენ და ყოველდღიური ზრუნვა არ უწევდეთ იმაზე, როგორ შეიტანონ სარჩო-სანოვაგე თავის ოჯახებში“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.

„ძლიერი საქართველოს“ ცნობით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მარნეულში საკუთარი კანდიდატურა უკვე სამმა კანდიდატმა მოხსნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა