რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს
პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
უკრაინის გენშტაბი - პოკროვსკში რუსული ქვეითი ჯარის წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევა გრძელდება
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,170 over past day
Patriarch Filaret, Metropolitan Epiphanius hold joint prayer for Ukraine's victory

გერმანიის ჩრდილოეთში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს

27.09.2025 ნახვები: 258

გერმანული მედიის ცნობით, 26 სექტემბერს ღამით რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს გერმანიის ჩრდილოეთში, ფედერალური მიწა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ცაში.

ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საბინე ზიუტერლინ-ვაკმა.

მინისტრმა არ დააზუსტა, სად და რა რაოდენობით დრონები იყო აღმოჩენილი.

მისივე თქმით, რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო „ინტენსიურად მუშაობს” ფედერალურ ხელისუფლებასთან და ბუნდესვერთან.

შლეზვიგ-ჰოლშტაინის პოლიცია ასევე აძლიერებს დრონებისგან დაცვის ზომებს მეზობელ ფედერალურ მიწებთან კოორდინაციით.

გერმანული მედიის ცნობით, მთლიანობაში, 2025 წელს რეგიონში, რომელიც ზღვის სიახლოვეს მდებარეობს და დანიას ესაზღვრება, ათობით უცნობი დრონი შენიშნეს.

დანიის სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ დრონები არაერთხელ გამოჩნდნენ  ღამის საათებში აეროპორტებთან.

26 სექტემბრის ღამეს დრონები დაფიქსირდა დანიის ოლბორგის აეროპორტის თავზე, რის გამოც აეროპორტმა დროებით შეწყვიტა რეისების მიღება. წინა ღამეს უცნობი დრონები შენიშნეს ოლბორგის, ესბიერის და სიონერბორგის აეროპორტების რაიონებში, ასევე დანიის სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთ ბაზასთან, სკრიდსტრუპთან.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ და საიდან გაუშვა ეს უპილოტოები.

ამასთან, 22 სექტემბრის საღამოს უცნობი დრონების გამო დროებით დაიხურა კოპენჰაგენის აეროპორტიც.

დანიის იუსტიციის მინისტრმა პეტერ ჰუმელგორმა განაცხადა, რომ ეს ჰიბრიდული შეტევა იყო, რომლის მიზანსაც „ევროპელთა დაშინება და დაყოფა წარმოადგენდა“.

დანიის თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ დრონები პროფესიონალებმა გაუშვეს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, დრონები საფრთხეს არ წარმოადგენდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, ამიტომ მათი ჩამოგდება არ მოხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა