საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.78 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.14 პროცენტით ლიდერობს.
ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.20 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.97 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია - 5.62 პროცენტით.
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.17%-მა მიიღო მონაწილეობა.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ