უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კიტ კელოგი - დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა

ნახვები: 406 კიტ კელოგი - დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლება მისცა.

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კიტ კელოგმა უპასუხა: „მისი ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ“.

ამასთან, კელოგმა დასძინა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.

მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე, ის რაც მათ სურთ, არის იარაღი და მისი გამოყენების უფლება.

„უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება“, - აღნიშნა კელოგმა.

მისივე თქმით, რუსეთი ომს არ იგებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, ისინი ახლა უკრაინის დედაქალაქში იქნებოდნენ.

„რუსეთი არ იგებს ამ ომს, ის რომ ომს იგებდეს, კიევში იქნებოდნენ, ოდესაში იქნებოდნენ“, - აღნიშნა კელოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა