უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დონალდ ტუსკი - მოლდოველმა ერმა და პირადად მაია სანდუმ არა მხოლოდ გადაარჩინეს დემოკრატია და შეინარჩუნეს ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეს რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში

ნახვები: 479 დონალდ ტუსკი - მოლდოველმა ერმა და პირადად მაია სანდუმ არა მხოლოდ გადაარჩინეს დემოკრატია და შეინარჩუნეს ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეს რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მმართველი პარტიის გამარჯვებამ „ყველას კარგი გაკვეთილი ასწავლა“.

მისი თქმით, ამ არჩევნებში გამარჯვებას მოლდოველი ერისა და პირადად პრეზიდენტის, მაია სანდუს გამბედაობა დასჭირდა.

„ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველ ერსა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა დასჭირდათ. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეთ რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში. ეს ყველასთვის ღირებული გაკვეთილია“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს, 24.26 პროცენტით. ბარიერი გადალახა და 7.99 პროცენტით მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“ დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით. „ჩვენი პარტია“ 6.21 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს. მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტიაა 5.63 პროცენტით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა