მიხეილ სააკაშვილი - გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი
ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
მიხეილ სააკაშვილი - ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!
თამარ ჩერგოლეიშვილი - გახარიას პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა
ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს
ანა წითლიძე- „ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ

თაზო დათუნაშვილი - კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით და მეორე ხელით თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს

29.09.2025 ნახვები: 312

კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა “ქურდული სამყაროს“ დახმარებით, მეორე ხელით კი თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს.

დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ შავ სამყაროსთან თანამშრომლობით ასამარებს საქართველოში დემოკრატიას.

„უბრალოდ კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ჩვენ გვახსოვს ასეთი გამოძიებების ფორმალურად დაწყება, მაგალითად, წინა არჩევნებზე. გვახსოვს ასეთი შემთხვევა ქარელში და კიდევ სხვა ადგილებში, როცა საპარლამენტო არჩევნებზე იგივე ტიპის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და ეს გამოძიება არსად წასულა. ზუსტად იგივე ბედი ელის ამ გამოძიებას. არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩამდენი არის თავად ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დღეს გადაბმულია და გადაჯაჭვულია შავ სამყაროსთან, „კანონიერ ქურდებთან“ და მათი ხელით, მათი მხარდაჭერით და მათთან ერთად ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესი დაასამაროს ამ ქვეყანაში არჩევნების სახით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიოჩანაწერში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

შეგახსენებთ იმასაც, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა