კაია კალასი - შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, შეზღუდვები დაუწესოს ევროპელ მოქალაქეებს და ოფიციალურ პირებს, მიუღებელია
ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილის ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს
გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს, მათ შორის მის საცხოვრებელ ბინას
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი წარადგინა
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის გეგმას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს

29.09.2025 ნახვები: 353

თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მის ღაზას სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ, ისრაელის ომის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ „ისრაელი საქმეს დაასრულებს“.

„ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს. თუ „ჰამასი“ თქვენს გეგმას უარყოფს, ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა