თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv

მსოფლიო ბანკი - 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ, 4%-ით გაიზრდება

ნახვები: 991 მსოფლიო ბანკი - 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ, 4%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ,4 %-ით გაიზრდება, თუკი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკის „2021 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივებში" აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი შეფერხდება, თუ პოლიტიკოსები პანდემიის შესუსტებისა და ინვესტიციების გაზრდის კუთხით გადამწვეტ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

„პანდემიის ზეგავლენის დასაძლევად და ინვესტიციების კუთხით წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად, საჭიროა მნიშვნელოვანი ქმედება ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად და შრომისა და პროდუქტების ბაზრის მოქნილობის გასაზრდელად," - აცხადებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური აღორძინების ხელშესაწყობად, ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტიციების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

„პანდემიამ სიკვდილიანობისა და დაავადების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო და ეკონომიკური აქტივობა და შემოსავლები, შესაძლოა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეამციროს. მოკლევადიანი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია კოვიდ 19- ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინების სწრაფი და ფართოდ გავრცელების უზრუნველყოფა. ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლებებმა ხელი უნდა შეუწყონ რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად ზრდას, რაც ნაკლებად არის დამოკიდებული სახელმწიფო ვალზე," -აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა