უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინასთან შევთანხმდით, რომ დრონებზე 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება

ნახვები: 483 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინასთან შევთანხმდით, რომ დრონებზე 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინასთან დრონების ტექნოლოგიისთვის ორი მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.

„უკრაინასთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით წინსვლას ვახდენთ. პირველ რიგში, ვზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. ჩვენი სანქციები მუშაობს. რუსეთის მშპ, სავარაუდოდ, 2025 წელს 2024 წლის 4.3%-იანი მაჩვენებლიდან 0.9%-მდე შემცირდება. უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ამ მიზნით ჩვენ შევთავაზეთ სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის მიმართულებით მკაცრი ზომებით. მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ ევროპას მიაჩნია, რომ უკრაინა მისი თავდაცვის პირველი ხაზია, ქვეყანას სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.

„ჩვენ უნდა გავუწიოთ სამხედრო დახმარება უკრაინას. თუ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. კერძოდ, ჩვენ შევთანხმდით უკრაინასთან, რომ 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება დრონებზე. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გაზარდოს დრონების წარმოების სიმძლავრე და საშუალებას მისცემს ევროკავშირს ისარგებლოს ამ ტექნოლოგიით“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მისი თქმით, წამოაყენა წინადადება რუსეთის გაყინულ აქტივებზე დაფუძნებულ ე.წ. რეპარაციების სესხთან დაკავშირებით.

„აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერის უფრო სტრუქტურული გადაწყვეტა და სწორედ ამიტომ წამოვაყენე იდეა რეპარაციების სესხის შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნება რუსეთის იმობილიზებულ სუვერენულ აქტივებზე. სესხი არ გაიცემა ერთბაშად. არამედ ტრანშებად და თანდართული პირობებით. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიას იმის უზრუნველყოფით, რომ სესხის ნაწილის გამოყენება მოხდება ევროპაში და ევროპასთან ერთად შესყიდვებისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, აქტივების ჩამორთმევა არ მოხდება და უკრაინამ უნდა დაფაროს სესხი, თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა