უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დაპირისპირება სასამართლოში

ნახვები: 385 დაპირისპირება სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორმა მარიამ წულაიამ აღნიშნა, რომ დანაშაული ჯგუფურად და მძიმე კატეგორიის ფარგლებში არის ჩადენილი, რაც, მისი თქმით, აძლიერებს როგორც ბრალდებულთა მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს.

გარდა ამისა, პროკურატურამ ხასაიას წარსულში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით რამდენჯერ არის დაკავებული, მათ შორის პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით”,- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ დამსწრეებსა და მანდატურებს შორის დაპირისპირება იყო.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა გელა ხასაია, გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დამსწრეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები “გელა გამაგრდი, შენთან ვართ”. აღნიშნული შეძახილების შემდეგ, მანდატურებმა დამსწრეებს მოსთხოვეს, დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი, რასაც მანდატურებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მანდატურებმა სხდომათა დარბაზში მყოფები გაიყვანეს სასამართლოს ეზოში, სადაც დაპირისპირება გაგრძელდა. მანდატურები ცდილობდნენ, მოქალაქეები სასამართლოს ეზოდანაც გაეყვანათ. სასამართლოს ეზოში რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. დაშავებულია, ასევე მანდატურიც. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც.

ამ დროისთვის სასამართლოს შენობიდან მანდატურებმა სრულად გამოიყვანეს მოქალაქეები.

სასამართლო სხდომაზე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულმა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ განაცხადა, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

ამასთან, ხასაიამ აღნიშნა, რომ არაადამიანური მოპყრობა განყოფილებაშიც გაგრძელდა. მისი თქმით, ის ორჯერ გააშიშვლეს, ასევე პოლიციელებმა დამცინავი დამოკიდებულება და მუქარა გამოხატეს.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჩანიშნა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა