უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - განვიხილავთ რუსეთის გაყინული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებას ომის დასასრულებლად

ნახვები: 482 „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - განვიხილავთ რუსეთის გაყინული აქტივების სრული ღირებულების გამოყენებას ომის დასასრულებლად

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები შევთანხმდით, რომ ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ­ ომი და მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავდაცვის მცდელობებში, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

მათი განცხადებით, რუსეთის მხრიდან ესკალაციის გამწვავების გამომწვევი ქმედებები, მათ შორის ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევები, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ზრდა და უკრაინაში სამთავრობო და დიპლომატიური შენობების დაზიანება, მიუღებელია და ძირს უთხრის მშვიდობის დამყარების მცდელობებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ავითარებს სხვადასხვა ვარიანტს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად.

„ეს ზომები მოიცავს ჩვენს იურისდიქციებში იმობილიზებული რუსეთის სახელმწიფო აქტივების სრული ღირებულების კოორდინირებულ გამოყენებას ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, დგამენ თამამ ნაბიჯებს რუსეთის ომის ძალისხმევის ეკონომიკური ხარჯების გასაზრდელად, რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებსა და მხარდამჭერებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, სამხედრო-სამრეწველო ბაზა, სპეციალური ეკონომიკური ზონები, ასევე ხელშემწყობი და სპეკულანტები, შემზღუდველი ზომების დაწესებით.

„ეს შეწყვეტს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი სახსრების მოძიებას და ძლიერ გავლენას მოახდენს მათზე, ვინც არღვევს ამ შემზღუდველ ზომებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე, რომელიც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ასევე მიიღებენ ზომებს რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, მათ შორის ნახშირწყალბადების იმპორტის, შესამცირებლად და თანდათანობით შესაჩერებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა