უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ფრიდრიხ მერცი - პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

ნახვები: 471 ფრიდრიხ მერცი - პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

კითხვაზე, აწარმოებს თუ არა პუტინი ომს გერმანიასთან, მერცმა უპასუხა: „ის ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“.

„ის ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. უკრაინის წინააღმდეგ -სამხედრო ომს და ეს ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მიზანი ევროპის პოლიტიკური წესრიგის შერყევაა და რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის ინტერესებშია ღია, ლიბერალური საზოგადოებების დასაცავად.

გერმანიის კანცლერმა ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტები რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობებს დაუკავშირა და განაცხადა: „არ დავშინდებით და ეფექტურად დავიცავთ თავს“.

მისი თქმით, პუტინთან პირდაპირ საუბარს განიხილავს, მაგრამ „ამ ეტაპზე მასთან საუბრის ყველა მცდელობა უკრაინაზე კიდევ უფრო მკაცრი თავდასხმებით მთავრდება“.

გერმანიის კანცლერის თქმით, გასულ კვირას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ცხარე კამათი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მას შემდეგ, რაც ორბანმა გერმანია მოლაპარაკებების თავიდან აცილებაში დაადანაშაულა.

მერცის განცხადებით, მან ორბანს შეახსენა, რომ პუტინმა შარშან კიევსა და მოსკოვში მის ვიზიტებს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით უპასუხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა