უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას

ნახვები: 520 ვახო ფიცხელაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, ვახო ფიცხელაურის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას.

როგორც გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენა დღეს, ან ხვალ იქნება.

„ვიყავი უკვე იზოლატორში. უშუალოდ დაკავებისას, როგორც მინიმუმ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. ვახო არ იცნობს სხვა პიროვნებებს, როგორ თავად მითხრა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დაზუსტებით არ ვიცი, დღეს ან ხვალ იქნება”, - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავეს, ორი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.

უწყების ცნობით, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა