უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ნადირაძე - ბატონო პროკურორებო, სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი უნდა წარუდგინოთ ბიძინა ივანიშვილს

ნახვები: 523 ირაკლი ნადირაძე - ბატონო პროკურორებო, სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი უნდა წარუდგინოთ ბიძინა ივანიშვილს

ბატონო პროკურორებო, სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი უნდა წარუდგინოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პასუხისმგებლობისგან გაქცევას და დამალვას არ აპირებს.

როგორც ნადირაძე ამბობს, თუ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება პატიმრობა, ამას მოცემულობად მიიღებს.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცეულვარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები თუ ვინმეს ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ბატონო პროკურორები, ამ მუხლზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

მესამე - სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, ვინც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შენობებში სხედან მიტაცებული ხელისუფლების გამო ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას - არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. თუ ვინმეს უნდა, რომ სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს მე არ გავახარებ.

თუ გამოყენებული იქნება პატიმრობა, ამას მე მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის,“ - განაცხადა ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა