Explosions in Russia: Substation on fire, airport operations suspended
War update: 184 combat engagements along frontline over past day
Russia’s combat losses in Ukraine up by 1,080 personnel over past day
Pro-Russian agitator exposed in Mykolaiv region
Russian agent to face trial for plotting bomb attack on military center in Lviv
Ukrainian delegation, Rubio discuss steps to end war and build European security
UK to help Ukraine's defense industry enter Western markets after war – Healey
Ukraine needs to raise $60B for defense next year – Shmyhal

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა

07.10.2025 ნახვები: 249

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული.

დღეს გამართულ კენჭისყრაზე ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელიც ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში.

მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - ჯერ დროებით, გამოძიების და დიალოგის მიმდინარეობის დროს, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება.

„საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას. რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, კანონი, მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმებების პირობების დარღვევისგან თავის დასაცავად, ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა სახის დარღვევებზე.

კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე 518 ხმით 96 წინააღმდეგ დამტკიცდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა