„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ვახტანგ ფიცხელაური - ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით - პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო შეურაცხყოფა

08.10.2025 ნახვები: 330

პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრისაქციის ფარგლებში დაკავებულმა ვახტანგ ფიცხელაურმა სასამართლოზე განაცხადა.

მან დაკავების გარემოებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს შემდეგ კი, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შემდეგ კი “სამხარაულში, სადაც დააწერინეს ხელწერილი, რომ დაურეკავდნენ და გამოცხადდებოდა, თუმცა სხვა პოლიცია დახვდა და ხელბორკილები დაადეს”.

“ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით. ადმინისტრაციულით დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა….ეს მოხდა, როდესაც პირველად დამაკავეს.

მანქანიდან, როდესაც გადმომათრიეს, მაშინ იძალადეს, დამარტყეს...

[ხელწერილის შემდეგ] პოლიციას არ ვიყავი გაცდენილი, როდესაც მეორედ დამაკავეს”,- აღნიშნა ვახტანგ ფიცხელაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის: ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის სასამართლო მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს.დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს. ხოლო, ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა