უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ვოლოდიმირ ზელენსკი - სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი უნდა იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ

ნახვები: 510 ვოლოდიმირ ზელენსკი - სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი უნდა იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით ახალ „ასიმეტრიულ პასუხებზე“ შეთანხმდნენ.

კერძოდ, ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში მოისმინა.

„შევთანხმდით გარკვეულ გეგმებზე, რუსეთის ომზე ჩვენს ასიმეტრიულ პასუხებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, რომლის დეტალებიც, მისი თქმით, თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დობროპილიას კონტრშეტევით ოპერაციას. ზელენსკის თქმით, მისი დაწყებიდან, 21 აგვისტოდან, რუსებმა კოლოსალური დანაკარგები განიცადეს პოკროვსკის და დობროპილიას რაიონებში. კერძოდ, ზელენსკის ინფორმაციით, რუსების დანაკარგი უკვე 12 000-ზე მეტია, აქედან 7 200-ზე მეტი დაღუპულია.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა წინადადება.

„ამიტომ სრულიად სამართლიანია, რომ რუსეთმა ომის სრული ფასი იგრძნოს და ამას იარაღის მწარმოებლები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ უარყოფს მშვიდობისკენ მიმავალ არცერთ სიცოცხლისუნარიან გზას, მაგრამ თვლის, რომ „მხოლოდ რუსეთის იძულება იმუშავებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა