„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ანიტა ჰიპერი - ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული

09.10.2025 ნახვები: 349

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული.

ჰიპერის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები „რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.

“უბრალოდ კონტექსტისა და ქმედებების მხრივ აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული. როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღალია.

როდესაც ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როდესაც დამოუკიდებელ მედიას დევნი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას იღებ მიზანში, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება, რათა შენს მმართველ პარტიას ჰქონდეს უპირატესობა - დემოკრატიის ენით არ საუბრობ.

ეს არის ჩვენი მხრიდან ქმედებები: ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ასე რომ, ამას მკაცრად ვეწინააღმდეგებით, მათ შორის ვერბალურ თავდასხმებს, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ და რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია”, - განაცხადა ჰიპერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა