„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

10.10.2025 ნახვები: 307

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2 000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.

შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.

შეთანხმების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ახალ ხაზებზე დაბრუნდება და შეინარჩუნებს კონტროლს ღაზას ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე, რის შემდეგაც დაიწყება 72-საათიანი ვადა, რომელიც „ჰამასს“ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მიეცემა.

ისრაელური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ 24-საათიანი პერიოდის შემდეგ, ღაზაში დაკავებული მძევლები 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა