„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ემანუელ მაკრონი - მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის

13.10.2025 ნახვები: 296

ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, რადგან შვიდი მძევალი ახლახან გადაეცა წითელ ჯვარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მძევლების გათავისუფლება მშვიდობას შესაძლებელს ხდის ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის.

„ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. მათი გათავისუფლებით - და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით - მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა