უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ანა წითლიძე - კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს

ნახვები: 499 ანა წითლიძე - კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს

მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩერგოლეიშვილის მესიჯბოქსი ჰგავს იმას, რასაც მთელი თვეებია სუს-ი ცდილობს, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს დააკავშიროს.

„ეს არის სუს-ის მესიჯი - ის, რასაც მთელი თვეებია სუს-ი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს დააკავშიროს. რაღაც თავისივე ჩამარხული იარაღების არსენალი ამოთხარეს, ვნახეთ ანის [ნადარეიშვილი] და ბაჩოს [ახალაია] დაკითხვების სერია. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რაღაც შეთქმულების თეორია მოჩმახონ და ეს შესთავაზონ საზოგადოებას. ამ ფონზე ეს არის წმინდა წყლის სუს-ის მოგონილი თეორია. სამწუხაროა, რომ სუს-ის მოგონილ თეორიას ემთხვევა თამარ ჩერგოლეიშვილის ის მესიჯბოქსი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას რაიმე კავშირი აქვს. თუ ამასთან დაკავშირებით რამე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და რადგან დასახელებულია ვინმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“ - მე არ ვიცი ვის გულისხმობენ, რადგან მსგავსი განხილვა პარტიაში არცერთ დონეზე არ ყოფილა და არ შემდგარა. თუ დამატებითი ინფორმაცია აქვთ თუ ვინ არის ადამიანი, რომელსაც ასახელებენ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერზე საუბრობენ, მაშინ დაასახელოს და კონკრეტული სახელით ისაუბროს. „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ლიდერი ჰყავს და შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა