„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ 41 ნაბიჯს“ ასახელებს
შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

დონალდ ტრამპი - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია

13.10.2025 ნახვები: 333

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 ადამიანი საბოლოოდ ბრუნდება სახლში, რათა სამუდამოდ განისვენებენ ამ წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი. ეს დიდი თანხმობისა და ხანგრძლივი ჰარმონიის დასაწყისია ისრაელისთვის და იმ რეგიონის ყველა ერისთვის, რომელიც მალე ჭეშმარიტად დიდებული რეგიონი გახდება. მე ამის მტკიცედ მჯერა. ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქნესეთის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, რაც 2 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

ქნესეთში ასევე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ომის მინისტრი (ყოფილი თავდაცვის მდივანი) პიტ ჰეგსეთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა