უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ

ნახვები: 445 აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ

ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ დამატებით წვლილს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეიტანს, კიდევ უფრო მეტს შეიძენს, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით, რაც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის საჭიროა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „PURL-ი არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ და შემდეგ უკრაინაში ბრძოლაში გამოყენებისთვის ნატო-ს გადასცემენ, რათა მშვიდობის დამყარება მოხდეს“.

„თუ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა. მშვიდობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა საუბრობ, არამედ მაშინ, როდესაც რეალური შესაძლებლობები გაქვს. სწორედ ამას აკეთებს ნატო და სწორედ ეს არის PURL-ის ინიციატივა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა