NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region
Zelensky: about 1,100 Russian troops in Pokrovsk, Ukrainian forces hold defense
ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის

პიტერ სიიარტო - უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს

21.10.2025 ნახვები: 330

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გამოცემა Euractiv-ს განუცხადა.

„მის [სანქციების მე-19 პაკეტი] დასაბლოკად გეგმა არ გვაქვს. შევძელით, რომ ყველა ის ზომა ამოგვეღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა სიიარტომ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი განიხილეს.

„მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ მე-19 პაკეტის შემდეგ სანქციების ახალ პაკეტზეც უნდა ვიმუშაოთ. ეს უკანასკნელი არ იქნება“, - აღნიშნა კალასმა.

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას ხელს სლოვაკეთის ვეტო უშლის, თუმცა ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს დარწმუნებას ხუთშაბათს, ევროპული საბჭოს სამიტზე შეძლებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა