უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარდაიცვალა

ნახვები: 533 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარდაიცვალა

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია

„საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ.

ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია - რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი.

როგორც კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტმა, მეც გავიარე ორთვიანი სტაჟირება იქ. სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა.

დღესაც, საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ, ის არაფერს აკეთებს.

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა