NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region
Zelensky: about 1,100 Russian troops in Pokrovsk, Ukrainian forces hold defense
ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის

ნიკოლა სარკოზის სამარტოო საკანში მოათავსებენ

21.10.2025 ნახვები: 343

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ.

სარკოზიმ ციხეში მისვლამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შურისძიების მსხვერპლია“.

„მსურს ფრანგ ხალხს ვუთხრა, რომ დღეს დილით საკანში არა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არამედ უდანაშაულო ადამიანს ათავსებენ. სიმართლე გაიმარჯვებს“, - დაწერა სარკოზიმ X-ზე.

ამასთან, ადვოკატების განცხადებით, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოში სარკოზის გათავისუფლების მოთხოვნით განაცხადი უკვე შეიტანეს.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. „ლიბიის საქმეში“. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა