Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region
Zelensky: about 1,100 Russian troops in Pokrovsk, Ukrainian forces hold defense
ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, დღეს და მომავალში არ გვქონდეს კორუფციული პრაქტიკა

დონალდ ტრამპი - არ მინდა უსარგებლო შეხვედრა, არ მინდა დროის ფუჭად კარგვა

22.10.2025 ნახვები: 308

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, უსარგებლო შეხვედრის გამართვა არ სურს.

„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის “უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება. 

წყაროს ცნობით, ასევე არ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პერსონალურად შეხვედრის გეგმები.

ასევე, წყარომ 20 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბარი როგორც “პროდუქტიული” აღწერა.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმევენ, თუმცა თარიღები არ დაუსახელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა