ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, დღეს და მომავალში არ გვქონდეს კორუფციული პრაქტიკა
ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება
ამინდი 23 დეკემბერს
ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი

22.10.2025 ნახვები: 316

კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს ომის გაჭიანურებისთვის - ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაშავების შესახებ. სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხოციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე, ძირითადად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ ასევე დაზიანდა ბევრი საცხოვრებელი შენობა. თავდასხმის ქვეშ იყვნენ კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპრის, კიროვოგრადის, პოლტავას, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ჩერკასის და სუმის ოლქები.

„რუსული სიტყვები დიპლომატიის შესახებ არაფერს ნიშნავს, სანამ რუსეთის ხელმძღვანელობა კრიტიკულ პრობლემებს არ იგრძნობს. ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ სანქციებით, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებითა და ჩვენს ყველა პარტნიორს შორის კოორდინირებული დიპლომატიით შეიძლება. დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი. ჩვენ ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისგან“ და ყველასგან, ვისაც მშვიდობა სურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და რუსეთის საზარელ დარტყმებზე ერთიანი რეაგირება მოხდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით ეხმარება, ადამიანების სიცოცხლეს იცავს და ყველა, ვინც უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებით ეხმარება, ომის დასასრულს აახლოებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა