ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, დღეს და მომავალში არ გვქონდეს კორუფციული პრაქტიკა
ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება
ამინდი 23 დეკემბერს
ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილიმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

22.10.2025 ნახვები: 341

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა