გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს.

ნახვები: 771 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ცოტნე შონია აირჩიეს.
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წალენჯიხის N68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა.
 
სხდომას 30 წევრიდან 29 დაესწრო.
 
დღევანდელ საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გონერ კვარაცხელია უძღვებოდა.
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ფარული კენჭისყრით ცოტნე შონია აირჩიეს. მის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
 
ასევე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი კაჭარავა, მოადგილეებად - ბაკურ სონგულია და დარეჯან დადიანი აირჩიეს.
 
კენჭისრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „ლელოს“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
 
სხდომაზე ერთი ფრაქცია -”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’ დაფუძნდა.
 
სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები.
 
საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისია - თავმჯდომარე, მანანა ჭანია.
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - თავმჯდომარე, გიორგი ქარდავა.
 
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია - თავმჯდომარე, დალი კვარაცხელია.
 
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია - თავმჯდომარე, დათა კუკავა.
 
სოციალურ საკითხთა კომისია - თავმჯდომარე, ნანა კეკუა.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა