ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს
დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
დონალდ ტრამპი - ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region

გოჩა მირცხულავა: ბოროტულად უყვართ! ციხეში კარგი პირობებია და ვინც დაიჭირეს, უნდა ისხდნენო! ეყარნენ და დალპნენ ციხეშიო, ეს არ იძახეს თვითონ?!

08.01.2026 ნახვები: 977

მივმართავ შალვა პაპუაშვილს - "ბი ბი სი"-ს  წინააღმდეგ სარჩელი სად არის?!"

"მადუროზე უარესი არ დაემართოთ აქ. ის თუ მანჰეტენზე მოხვდა, ვიღაცა მანჰეტენზე ვერ მოხვდება"

სიყვარულისგან დაცლილები არიან და საერთოდ რა სიყვარულზე ლაპარაკობენ?!

"საშობაო ეპისტოლეში ვიღაცას მაინც წამოარტყეს თავში. კირილ გუნდიაევის ეკლესიის მსახურები თავისუფლებაზე ნუ ილაპარაკებენ, ნურც სახელმწიფოებრივ და ნურც ადამიანურ პრიზმაში!"

მთლად  ვერ იყვირეს სოლიდარობა მადუროსო! თუმცა დაველოდოთ, შეიძლება მოვესწროთ ამას

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს? აქტიურად დაიწყო 2026 წელი მსოფლიო პოლიტიკაში. თუმცა ვიდრე მსოფლიო ამბებს მიმოვიხილავთ, მინდა საშობაო ეპისტოლეზე გკითხოთ. მოვისმინე შეფასებები, რომ ახალი ხელწერა ამოვიკითხეთ, სუს-ში დაწერილია ეს ყველაფერიო. თქვენ რა განცდა დაგრჩათ? რა გზავნილები ამოიკითხეთ?

- ნებისმიერი ეპისტოლე, თუ დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება საპატრიარქოს სახელით, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საიდან არის. ეს არის საპატრიარქოსა და შესაბამისად, პატრიარქის ეპისტოლე თუ წერილი. ვინ დაწერა, რა დაწერა, ვისი ფაქსიმილიაა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის ერთიანად საპატრიარქოს პოზიცია, ანუ პატრიარქის პოზიცია. სიტყვაზე, ეს სუს-მა თუ დაუწერა და თვითონ მხოლოდ ხელი მოაწერა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს მაინც საპატრიარქოს პოზიციაა. ერთსაც გეტყვით, მე სუს-ში არავინ მეგულება ისეთი, რომელიც ამას დაწერს. იქ არავის აქვს შესაბამისი რელიგიური, ინტელექტუალური და თეოლოგიური სწავლების მიმართულებები განვითარებული. რა ეტყობა ჩვენს სუს-ს საამისო?!

- მოცემულ ეპისტოლეზე რას იტყვით?

- არაფერი განსაკუთრებული ამ ეპისტოლეში არ წერია. ზოგადად, არც ის მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ საერთოდ განვიხილავდეთ ამას. ნებისმიერ მორწმუნე ადამიანს, ურთიერთობა აქვს ქრისტესთან, ყოველგვარი ღვთის მსახურის შუამავლობის გარეშე. მით უფრო, იმ ეკლესიიდან ამის საუბარი, საიდანაც ქრისტე გაგდებული ჰყავთ და სიყვარული საერთოდ არ არის, იქ საერთოდ არაფერზე არ შეიძლება ლაპარაკი. ირმის ნახტომზე და სინათლის სიჩქარეზე საუბარი, ან ახალ აღთქმაზე რომ გვესაუბრებიან და ქრისტეს შობაზე, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომელ აღთქმაში არიან ჩვენი მღვდელმსახურები და თვითონ ეკლესიად წოდებული დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ იქ ნამდვილად არის უამრავი ადამიანი, რომელიც გულწრფელად არის მინდობილი ქრისტეს და ემსახურება მას. ათას რაღაცაზე საუბრობენ ადამიანების ტვინის ასარევად. ინტელექტუალურად ბნელ და რელიგიაში გაუცნობიერებელ ადამიანებს რას ეტყვიან, ეს ჩვენი საქმე არ არის. თუმცა აქვე ერთ მნიშვნელოვან რაღაცას ვიტყვი, რა სისასტიკეც სუფევს, ეს ვერ დამალეს.

- რას გულისხმობთ?

- რაც ყველაზე მეტად მენიშნა და რაც არის ეპისტოლეში ასე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმული, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული მომენტი. თურმეო სიტყვის თავისუფლებაო და ჩამოყალიბებული პოსტულატი, თურმე ყველაფერი არ ყოფილა სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არის კი და არას თქმას შორის არსებული შენი საკუთარი თავის შემეცნებისა და გააზრების მდგენელი. სიტყვის თავისუფლებას არ განსაზღვრავს რელიგიური დოგმატიზმი. განსაზღვრავს კანონი! აღიარებული ნორმები. ახლა ვიღაცას მოეწონება რაღაცა, თუ არ მოეწონება, მათი მისამართით ნათქვამი, თუ ხელისუფლების მისამართით, ეს არის მათი კამერალური შეხედულება. აქ ნამდვილად კოჭი აქვთ გაგორებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და ეს ერთმნიშვნელოვნად ჩანს ამ წერილში! მეორეც, როდესაც სიყვარულზე მიდის საუბარი ამ წერილში, როცა უფალია სიყვარული, იქ სიყვარულზე მიდის საუბარი. მოდით ციტატით ვიტყვი: დღეს სიყვარულზე და თავისუფლებაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვით ცხოვრებით სიყვარულს, ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებსო. ისინი ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენო. აი ამის იქით რა უნდა ვთქვათ?! რა უნდა ელაპარაკო ამის დამწერს?! როდესაც ისინი სიყვარულს უნდა ღაღადებდნენ, რა შენიშვნებზეა საუბარი ამ შობა დღეს?! ვიღაცას მაინც წამოარტყეს თავში. თურმე ჩვენ, ვიღაცეებს ცუდად გვიყვარს. თვითონ ცუდად კი არა, ბოროტულად უყვართ! ციხეში კარგი პირობებია და ვინც დაიჭირეს, უნდა ისხდნენო! ეყარნენ და დალპნენ ციხეშიო, ეს არ იძახეს თვითონ?! სიყვარულისგან დაცლილები არიან და საერთოდ რა სიყვარულზე ლაპარაკობენ?! უკუღმართი სიყვარული რაც არის, თვითონ აქვთ თავიანთ ბუნაგში და წიაღში! საერთოდ,  სიყვარული აღარა აქვთ და თავისუფლებაზე კიდევ ნუ ილაპარაკებენ რა! კირილ გუნდიაევის ეკლესიის მსახურები თავისუფლებაზე ნუ ილაპარაკებენ, ნურც სახელმწიფოებრივ პრიზმაში და ნურც ადამიანურში!

- გოჩა, პოლიტიკურ პროცესებზე რას იტყვით? უცნაურად დაიწყო 2026 წელი. საუბარია, რომ მადუროს თემამ ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. ცოტა შეშინებული ტონი აქვს „ოცნებასო“ ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ ალაგ-ალაგ. რამდენად გაგრძელდება ეს ტენდენცია და რა გვაჩვენა ამ ყველაფერმა?

- მოდით ასე შევხედოთ, მადუროსთან დაკავშირებით ვინ რა განცხადება გააკეთა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რეალური განცხადება და მხოლოდ ერთი, გაკეთდა შალვა პაპუაშვილის მიერ და ამ განცხადებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ჯერ მთელი ტექსტი არის თავის ქება, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, ჩვენ მაგრები ვართ და ყველაფერი გათვლილი გვქონდაო. ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ითქვა, იყო ის რომ ევროკავშირმა აი ამ ფაქტის ჭრილში, რასაც მადუროს დაკავების სპეცოპერაცია ჰქვია, დაგვანახა, რომ არაფრის მაქნისი და უსუსურიაო. აი ეს იყო ყველაფერი. ამ განცხადებაში ევროკავშირის "წამობურთავება" იყო ძალიან თვალნათელი, თუ რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ვენესუელაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ანუ მათ გვითხრეს, რომ ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო გარანტიების დაცვას, ვერ დაიცვა მადუროო და, შესაბამისად, ჩვენ ამიტომ არ ვართ ევროკავშირთან კარგადო. აი ეს იყო მთელი განცხადების შინაარსი! თურმე ევროკავშირმა ვერ დაიცვა ვენესუელა, ვერ დაიცვა საერთაშორისო სამართალი. აქ კი იგულისხმეს, რომ მადუროს უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. მთლად  ვერ იყვირეს სოლიდარობა მადუროსო! თუმცა დაველოდოთ, შეიძლება მოვესწროთ ამასაც. ჰყავთ ისეთი ჯგუფები ვისაც ჩაატარებინებენ მსგავს აქციას.

- ჯერ კიდევ ახალი წლის დღეებია, რომ იტყვიან საცივში აქვს თავი „ოცნებას“, თუმცა მაინც რა მოლოდინი გაქვთ, რა ტენდენციები შეიძლება გამოიკვეთოს?

- მე ამას ყველგან ვამბობ, თქვენთანაც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, სად არის სარჩელი "ბი ბი სი"-ს წინააღმდეგ?! ეს კითხვა უნდა დავუსვათ ყოველთვის.

- გამუდმებით ცდილობენ ამ თემის გადაფარვას. ახლა ხომ შეგვიქმნეს კომისია, სურსათის ფასები უნდა გამოიძიონ და თავად კობახიძე და მდინარაძე ხელმძღვანელობს ამ კომისიას...

- დიახ, ყველაფერს გააკეთებენ ამის გადასაფარად. ამიტომ, სადაც არ უნდა იყვნენ, ნებისმიერ ღონისძიებაზე, ყველგან ვკითხოთ, სად არის სარჩელი "ბი ბი სი"-ს წინააღმდეგ?! ის, რომ აქ რაღაც გამოძიება ჩაატარეს ხუთ დღეში და სუს-მა გვითხრა, არაფერია, კაცო, კი მოვწამლეთ, მაგრამ ისე არ მოვწამლეთ, სხვანაირად მოვწამლეთო. ხომ გააკეთეს განცხადება, სად არის "ბი ბი სი"-ს წინააღმდეგ სარჩელი?! რომელიც "ბი ბი სი"-მ ან უნდა უარყოს, ან საბოლოოდ დადასტურდეს. დადასტურება ერთ ნაწილში თვითონ გააკეთეს, დაადასტურეს. ჩამოვიდნენ ჩვენ ვუყიდით ბილეთსო, ასეთი განცხადებაც კი გააკეთა პაპუაშვილმა და ადგილზე ნახონო. ჩამოსულებიც არიან და წასულებიც, ბატონო შალვა, მაგრამ მე მაინც გკითხავთ, მოგმართავთ, "ბი ბი სი"-ს  წინააღმდეგ სარჩელი სად არის?!

- ასე მარტივად არ გამოუვა „ოცნებას“ ამ თემის მიჩქმალვა? უკვე გამოიწვია საერთაშორისო რეზონანსი.

- ნამდვილად არ გამოვა ამის გადაგორება. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, რა გითხრათ აბა? მადუროზე უარესი არ დაემართოთ აქ. ის თუ მანჰეტენზე მოხვდა, ვიღაცა მანჰეტენზე ვერ მოხვდება. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვა წესები აქვს. ეს სასამართლო ნიუ-იორკში არ არის, თუ არ იციან, გაიგონ სად არის. როდის დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი, არ ვიცი. ვიცი ის, რომ ეს საკითხი არის დამოკლეს მახვილი „ქართული ოცნების“ თავზე! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია! ჩვენ ხომ არაფერს არ ვადასტურებთ? რომელი მხარე გვატყუებს ჩვენ, ამაში რომ გავერკვეთ, არსებობს სასამართლო ინსტანცია და იჩივლონ! რატომ არ შეაქვთ სარჩელი?! თუ ცდილობენ, რომ კვალი გააქრონ, ვერ გააქრობენ ამ კვალს! უჩივლონ "ბი ბი სი"-ს!

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა