თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ იაკობაშვილი - 2025 წლის შედეგებით საქართველო ნახევრად კორუმპირებული ქვეყანაა

ნახვები: 887 არჩილ იაკობაშვილი - 2025 წლის შედეგებით საქართველო ნახევრად კორუმპირებული ქვეყანაა

2025 წლის შედეგებით, საქართველო არა მსუბუქად, არამედ ნახევრად კორუმპირებული ქვეყანაა, აცხადებს ეკონომიკის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი, Transparency international-ის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის საერთაშოროსო რეიტინგის კომენტირებისას.

„საქართველო 50/50. როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მოადგილეები სწორედ კორუფციის გამო იმყოფებიან სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, კიდევ კარგად არის ქვეყანა გადარჩენილი.

მიუხედავად ამისა, კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში, რომლის ავტორია "საერთაშორისო გამჭვირვალობა," მთავარია ქულა და არა ადგილი.

ე.ი. 2025 წლის შედეგებით (50/50) სამწუხაროდ, საქართველო არა მსუბუქად, არამედ ნახევრად კორუმპირებული ქვეყანაა“, - აცხადებს იაკობაშვილი.

მისი თქმით, ვერაფერი დიდი შეღავათი, როცა ინდექსის მნიშვნელოვანი ტვირთი მოდის პოლიტიკურ კორუფციაზე.

„პოლიტიკური კორუფციის მაღალი ხარისხი გამოწვეულია სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობების გამოყენების გამო - როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო, აგრეთვე ადგილობრივ ხელისუფლებებში.

ადმინისტრაციული კორუფციის ხარისხი (პატრული, რეესტრი, მუნიციპალური სერვისები) ჯერჯერობით შედარებით ნორმის ფარგლებშია, თუმცა მასაც აქვს გაუარესების ტენდენცია წინა პერიოდთან შედარებით“, - აცხადებს არჩილ იაკობშვილი.

იაკობაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინდექსის ავტორების განმარტებებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ხერხდება ე.წ. ელიტური კორუფციის ასახვა, რომელიც მხოლოდ ჩრდილოვან მმართველობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხოლო ადმინისტრაციული კორუფციის ინპუტისთვის საჭირო ინფორმაცია მხოლოდ დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი, მაგრამ არა ყველა რეგიონში.

„დიდი ამბავი, მიუხედავად ამისა, "ნახევრად კორუფციული" სტატუსით წინ თუ ვართ საბერძნეთზე, რომელიც 2014 სწორედ ევროკავშირმა იხსნა სწორედ კორუფციით გამოწვეული სახელმწიფო ბანკროტისგან“, - ამბობს იაკობაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა