გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს

ნახვები: 478 შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალები ფეისბუქზე იტყობინება.

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის (VVO) 29-ე არმიის მეთაური გახდა. მანამდე ის მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

როგორც UNIAN წერს, 8 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, იური აგარკოვი მოკლეს. ის მეთაურობდა მოტორიზებული შაშხანის პოლკს, რომელიც განლაგებულია ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში.

ამავე გამოცემის ცნობით, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 61-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, ლეიტენანტი პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-11 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე დენის გლებოვი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო არმიის ოფიცრის ვიაჩესლავ მაკლაგინის ლიკვიდაციის შესახებ. ტერორისტი სირიაში რუსების "ოპერაციებში" მონაწილეობდა.

UNIAN, ასევე იუწყება, რომ დღეს გავრცელებული ინფრმაციით, მოკლულია რუსეთის საოკუპაციო არმიის ოფიცერი ვიაჩესლავ მაკლაგინი. მათივე ცნობით, იგი სირიაში რუსების "ოპერაციებში" მონაწილეობდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა