უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა.. მახსენდება-ზელენსკი

ნახვები: 553 თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა.. მახსენდება-ზელენსკი

"პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს" - მახსენდება" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის სეიმის წევრებს.

"პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს" - მახსენდება. დღეს დადგა ის ხვალინდელი დღე, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა.

დღეს უკრაინაში ვიბრძვით, რომ ეს მძიმე საათები ბალტიისპირეთისთვის არ დადგეს. ჩვენ ერთიანები და ძლიერები ვართ. უკრაინელები და პოლონელები ერთად 90 მილიონზე მეტნი ვართ. ევროკავშირის გუშინდელ სხდომაზე დავინახეთ, ვინ არის ერთიანობის, ძლიერი ევროპისა და ერთიანი ევროპის მხარეს.

დავინახეთ ისინიც, ვინც შეჩერებისკენ მოგვიწოდებს. შეუძლებელია ყველა ევროპელ ლიდერში დარწმუნებული ვიყო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად დადგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს პოლონეთისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა, - აცხადებს ზელენსკი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა