ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

ნახვები: 654 რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარს, ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს. როგორც ყოველთვის, СВР-ი ცნობას დამადასტურებელი საბუთების გარეშე ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახური იუწყება, რომ СВР-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე დაუღალავად აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ვერაგულ კურსს, ხელმძღვანელობს რა პრინციპით "დაყავი და იბატონე". ამჯერად იგი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისარგებლოს რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით." - წერია განცხადებაში.

როგორც СВР-ში ირწმუნებიან, ბართლომეოსს სურს საქართველოს პატრიარქის კანდიდატად დასახელდეს პიროვნება, რომელსაც ის დაეყრდნობა. СВР-ის მტკიცებით, ეს სასულიერო პირები არიან დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

"ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელიას) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილს). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მის ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს." - წერია განცხადებაში.

СВР-ი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ძალაუფლების სიყვარულსა და მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვაში ადანაშაულებს. 

"ბართლომე საკუთარი ქმედებებით "თანასწორთა შორის პირველობას" კვლავ ცვლის "თანასწორთა შორის ძალაუფლებაზე", მორიგი, მნივნელოვანი, ერთ-ერთი უძველესი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევით. აშკარაა, რომ მან, როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, დაივიწყა მეორე მსოფლიო კრების მეორე წესი: "ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის"" - წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა