თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა

16.04.2026 ნახვები: 366

ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.

“აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.

ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.

მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.

მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ამ გარგებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლიბერთი ბანკი მოსმა ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ სანქციების შიშით გაყიდა.

"სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს. საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. სხვა რამის გამო კი არ გააყიდინეს ტიკტოკი ამერიკაში ჩინელებს.
თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ ამ გარიგებაში არის ის, რომ “ლიბერთიბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა", - წერს რომან გოცირიძე.

ბაზისბანკის შესახებ

2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბაზის ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.

ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა