სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
მარიამ ზახაროვა - ევროკავშირის თავხედური მცდელობების მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჯეი დი ვენსი - ჯერ კიდევ გასარკვევია, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას
პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი - თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სახლში წაუვიდა გული, რის შემდეგადაც გადაიყვანეს კლინიკაში
პაპუნა ლოცულაშვილის ძმა - ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც - ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა
ადვოკატი - პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს!

არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?

24.05.2026 ნახვები: 515

ასოცირებული წევრი და ასოცირების ხელშეკრულება ევროინტეგრაციის ორი სხვადასხვა დონეა.

ამჟამად უკრაინას აქვს წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში, ე.ი. ასოცირების ხელშეკრულებაზე უფრო მაღალი დონე.

გერმანიის მთავრობის ინიციატივაა, რომ უკრაინა ახლავე გახდეს ასოცირებული წევრი გაწევრიანების მოლაპარაკებების პარალელურად.

უფრო კონკრეტულად, ასოცირებული წევრი ნიშნავს ევროკავშირის 9-ვე სატრანსფერო ფონდზე წვდომის შესაძლებლობას და, რაც მთავარია, ევროკავშირის ხელშეკრულების 42. მუხლზე მიერთებას, რაც კოლექტიური თავდაცვის და თანადგომის მექანიზმს ითვალისწინებს.

ასოცირებული წევრის სტატუსით უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა მონაწილეობას მიიღებენ ყველა სამიტში და მინისტერიალში, ოღონდ კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლების გარეშე.

ე.ი. ასოცირებული წევრობა არის პრივილიგირებული კანდიდატი, სრულად გაწევრიანებისთვის უმოკლეს დროში მოსამზადებლად.

ბრექსიტის შემდეგ ასოცირებული წევრის სტატუსი ევროკავშირმა შესთავაზა დიდ ბრიტანეთს, მაგრამ ლონდონმა უარი თქვა, რადგან დიდი ბრიტანეთისთვის ასოცირებული წევრობა ნიშნავდა სატრანსფერო ფონდებში ნეტ-კონტრიბუტორობას და არა ნეტ-ბენეფიციარობას უკრაინისგან განსხვავებით, გადამიხადეთ საბოლოო კომპენსაცია და გავალ უპირობოდ ევროკავშირიდანო.

საბოლოოდ ბრექსიტის მოლაპარაკებები დასრულდა ახალი ხელშეკრულებით დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის, რომელიც ძალიან მსგავსია ასოცირების ხელშეკრულების და საფუძვლად უდევს ნახევრადთავისუფალ ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს შორის.

ასოცირებული წევრის სტატუსი ევროკავშირმა აგრეთვე შესთავაზა შვეიცარიას, მაგრამ შვეიცარიამაც უარი თქვა ასეთ სტატუსზე, რადგან სატრანსფერო ფონდები ნაკლებად მაინტერესებს, ხოლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, აგრეთვე კაპიტალის და შრომითი რესურსების ლიბერალური რეჟიმები ისედაც გვაქვს ერთმანეთთანო.

შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთს შორის შუალედური მოდელი ევროკავშირს აქვს აგრეთვე ისლანდიასთან.

ანდორა, ლიხტენშტაინი, ვატიკანი, მონაკო, სან-მარინო და გიბრალტარი სარგებლობენ სრული პროტექტორატით საფრანგეთისგან, ავსტრიისგან, იტალიისგან და ესპანეთისგან, რაც გულისხმობს პოლიტიკური ავტონომიის პირობებში სრულ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

აგრეთვე, ანდორას მოდელს სთავაზობს ესპანეთის სამეფო კატალონიას და ბასკეთის რეგიონებს.

ავტორი :   არჩილ იაკობაშვილი - ეკონომიკის პროფესორი,

გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა