თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

რომან გოცირიძე: სვანეთში კრიპტომოპოვებას კრძალავენ, ნორმალური იქნებოდა დენის მოპარვა აეკრძალათ

01.06.2026 ნახვები: 268

აფხაზეთში დაიწყეს მაინინგის სერვერების განადგურება და ამათაც მიბაძეს. სანამ აფხაზებმა არ მიაგნეს გამოსავალს, ამათ ეძინათ, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე მთავრობის ინიციატივის კომენტირებისას, რომელიც სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის მოპოვების აღმოფხვრას უკავშირდება.

„სვანეთში კრიპტომოპოვებას კრძალავენ. ეს ძალიან დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია.ნორმალური იქნებოდა, რომ სვანეთში ბიზნესი კი არ აეკრძალათ, არამედ დენის მოპარვა. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქმე.  ლიფსიტებს კრძალავენ, ვეშაპები თავისუფლად დაცურავენ!“, - აცხადებს გორიციძე.  

მისი თქმით, ყველაზე პარაზიტი და ქვეყნის ენერგეტიკისთვის ზიანის მიმყენებელი საწარმოები კრიპტოსაწარმოებია.

„ეკონომიკური სარგებელი ნულოვანია, პირიქით, ზიანის მომტანია. ბიუჯეტში მათი შენატანები ასევე თითქმის ნულოვანია. თუ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ გლდანში და გორში იყო განთავსებული ეს ენერგოვაპიერები, ახლა ე.წ. ინდუსტრიულ ზონებს შეესივნენ. ზოგადად აკრძალვა ცუდია, ყველა უნდა ჩააყენო თანაბარ, საბაზრო მდგომარეობაში და იქ გამოჩნდება, ვის შეუძლია კონკურენტულ გარემოში არსებობა და ვის არა. საქართველოში კრიპტოინდუსტრია შეღავათების გარეშე შეწყვეტდა არსებობას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

იგი აღნიშნავს, რომ ერთ მილიარდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგია ქვეყანაში რეალური სიმდიდრის შექმნას მოხმარდებოდა.

„დღეს ყველა კრიპტოსაწარმოს უკან, როგორც ეს ქოლცენტრების დროს ხდებოდა, “ქართული ოცნების” ბობოლა მფარველი დგას. გლდანის კრიპტოვამპირი, რომელიც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ერთი სტადიონის სიდიდის შენობს, ვიდრე რკინიგაზა და მეტროპოლიტენი ერთად აღებული“, - აღნიშნავს გოცირიძე.

შეგახსენებთ - ვიცე პრემიერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესიიტის მუნიციპალიტეტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა