პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 არასრულწლოვანის მიმართ

ნახვები: 297 გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 არასრულწლოვანის მიმართ

არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად­ 2025 წელს თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გვარაკიძის თქმით, არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო დაკომპლექტდა სპეციალიზებული პროკურორებით, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებენ მხოლოდ ამ საქმეებზე.

მისივე განმარტებით, სპეციალიზებული პროკურორები იმ არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, უპირატესობას სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს ანიჭებდნენ, რომელიც 905 ბრალდებულზე გავრცელდა.

„საჯარო ინტერესის პარალელურად, პროკურატურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბავშვის მხარდაჭერა რთული ქცევის დაძლევაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრება ნასამართლობის გარეშე განაგრძოს. 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 (65%) არასრულწლოვანის მიმართ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას, 2025 წელს არასრულწლოვანთა მიმართ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებების საერთო რაოდენობიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 31,8% შეადგინა (განრიდებული პირების რაოდენობის გათვალისწინებით კი მონაცემი 9,8%-ია), პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი კი - 25,1%. საქმეთა საერთო რაოდენობაში 13,1%-ს შეადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ჯამური მაჩვენებელი“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა