პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით

ნახვები: 326 უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის სამიზნე ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა და რუსეთის ერთადერთი ჰელიუმის ქარხანა გახდა. უწყების ინფორმაციით, ორივე საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ ეტაპზე ზუსტდება.

უკრაინული მხარის განმარტებით, აღნიშნული საწარმოები ერთ ინდუსტრიულ კომპლექსს წარმოადგენენ. ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს ამუშავებს და, გაწმენდილი გაზის გარდა, გოგირდსაც აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება.

რაც შეეხება ჰელიუმის ქარხანას, იქ იწარმოება ჰელიუმი და ეთანი. ჰელიუმი გამოიყენება მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიებსა და მართვის სისტემებში.

რუსულ მხარეს თავდასხმის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა